IBSU-მ თანამშრომლობა დაიწყო გერმანიის ეკონომიკის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის – უფროს ექსპერტთა სამსახურთან
12.07.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა „გერმანიის ეკონომიკის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის – უფროს ექსპერტთა სამსახურთან (Senior Experten Service – Stiftung der Deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit“, SES)“.
თანამშრომლობის ფარგლებში, 2022-2023 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან IBSU-ს საუნივერსიტეტო პროცესების განხორციელებისა და განახლების საკითხებში.
მოლაპარაკებები განხორციელდა გერმანიაში, ქ. შვერინში, ქალაქის მერის მოადგილის ბატონ ბერნ ნოტებაუმთან (Bernd Nottebaum – first deputy mayor and deputy for economy, building and order), სავაჭრო პალატის პროექტების ხელმძღვანელთან ქ-ნ დოროტი ვეტიგთან (Dorothee Wettig -Project manager – Chamber of Commerce and Industry in Schwerin) და გერმანიის ეკონომიკის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა რექტორი, დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთანი, სამეცნიერო პროექტებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი მარინა რაზმაძე და უნივერსიტეტის პროფესორი მაია ჩქოტუა.