[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მიღება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

25.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებისათვის: საბუთების მიღება: 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე. (29 აგვიტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე ვრცელდება 20% ფასდაკლება თითოეულ სასწავლო წელზე)

ელექტრონული რეგისტრაცია / საბუთების მიღება
მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია

გაიაროს სასურველ პროგრამაზე და საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: E-mail: graduateschool@ibsu.edu.ge

 

სამაგისტრო პროგრამები:

1 – აშშ-ს საგარეო ურთიერთობები რეგისტრაცია

2 – განათლების ადმინისტრირება (ინგლისური სექტორი)  რეგისტრაცია

3 – განათლების ადმინისტრირება (ქართული სექტორი) რეგისტრაცია

4 – მარკეტინგი რეგისტრაცია

5 – მენეჯმენტი რეგისტრაცია

6 – ფინანსები (ინგლისური სექტორი) რეგისტრაცია

7 – ფინანსები (ქართული სექტორი )რეგისტრაცია

8 – ციფრული მედია და კომუნიკაცია რეგისტრაცია

9 – საერთაშორისო ურთიერთობები  რეგისტრაცია

10 – კომპიუტერული მეცნიერება რეგისტრაცია

11 – შედარებითი კომერციული სამართალი (ქართული ინგლისური კომპონენტებით) რეგისტრაცია

 

 

ლინკზე იხილეთ  სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საკითხები
www.ibsu.edu.ge/ge/gs-page/entrance-exam-questions-for-ma-programs

შენიშვნა: იმ კანდიდატებისათვის, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბოლო 3 წლის განმავლობაში აქვთ მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით და სამაგისტრო პროგრამის სწავლების ენაზე, უქმდება მისაღები გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში. ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება ინტერვიუს შედეგების საფუძველზე. ხოლო, თუ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომი პერიოდი აჭარბებს  3 წელს, კანდიდატს მოეთხოვება სპეციალობის გამოცდის (საჭიროების შემთხვევაში სწავლების შესაბამისი ენის გამოცდის) ჩაბარება. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს სწავლების წინა საფეხურ(ებ)ზე დამთავრებული აქვს პროგრამა, რომლის სწავლების ენა განსხვავებულია, აბარებს პროგრამის სწავლების შესაბამისი ენის გამოცდას.

 

სადოქტორო პროგრამები:
1 – განათლების მეცნიერებები   რეგისტრაცია
2 – ამერიკისმცოდნეობა რეგისტრაცია
3 – ბიზნესის ადმინისტრირება   რეგისტრაცია
4 – კომპიუტერული მეცნიერება   რეგისტრაცია

 

საბუთების ჩამონათვალი:

  1. აპლიკაციის ფორმა – იხილეთ ფაილი ( მითითებული ფაილი ჩამოტვირთეთ და შეავსეთ)
    პასპორტის ასლი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  3. დიპლომის დანართი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ნიშნების ფურცელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული.
  4. საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი (მაგისტრანტობის აპლიკანტებისათვის)
  1. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. ორი ფოტოსურათი, 3X4-ზე ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
  3. რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  4. საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) – (მხოლოდ დოქტორანტობის კანდიდატებისათვის).

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოაგზავნოთ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ელ. ფოსტაზე: graduateschool@ibsu.edu.ge .   Subject-ში მიუთითეთ პროგრამა, რომელ პროგრამაზეც აპირებთ სწავლის გაგრძელებას.  არასრულად გადმოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება!

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების დასრულების შემდეგ, გადმოგზავნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ამობეჭდილი სახით, მათ შორის, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ფოტოსურათი 3X4 (2 ცალი ამობეჭდილი)  და CD- დისკზე ჩაწერილი ელექტორონული ვერსია).

სამაგისტრო პროგრამებზე  მისაღები შიდასაუნივერსიტეტო  გამოცდები, გასაუბრება: 13 – 16 სექტემბერი.
 
გასაუბრება სადოქტორო პროგრამებზე: 15-20 სექტემბერი. 

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
Graduate School
ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
E-mail: graduateschool@ibsu.edu.ge