IBSU-ში პირველკურსელებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა
20.09.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელს და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს და მიეღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე.
საორიენტაციო შეხვედრა გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა.
საორიენტაციო შეხვედრები მიმდინარეობს სამი დღის განმავლობაში:
20 სექტემბერი – სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
21 სექტემბერი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
22 სექტემბერი – სამართლის ფაკულტეტი