[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს გუნდი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა

02.12.2022
 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა!
გუნდის შემადგენლობაში არიან IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები – გიორგი ჭაბუკიანი, გიორგი კიკნაველიძე და ლუკა რაქვიაშვილი. გუნდის მწვრთნელია კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგის ავტორიტეტული სპეციალისტი, პროფ. გიორგი მანდარია.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).
 დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ყველა მონაწილე, ამავდროულად, ითვლება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის მონაწილედ.