IBSU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სსფ-ის წარმომადგენელთან და სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ
03.02.2023IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, თეა კბილცეცხლაშვილი, და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ნინო ჯოჯუა, IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელი, სელიმ ჩაქირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ, განიხილეს 2022-2023 წლებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები.
თეა კბილცეცხლაშვილმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ IBSU-ან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები და ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.