საჯარო ლექცია -“ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”
29.03.2023 კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”.
მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის შექმნაზე.