ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ახალი პროექტი დაიწყო
05.04.2023ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურ შეხვედრებს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. პროექტის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარება.
დღევანდელი სადებიუტო შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებთან, სილაბუსებთან, სწავლების მეთოდებთან და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით.