[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საჯარო ლექცია – “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები“

08.06.2023

ბიზნესის სკოლის ფინანსების პროგრამის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები,” რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის საქმიანობის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ; როგორ აანალიზებს ეროვნული ბანკი ფინანსური სფეროს და საბანკო სექტორის სტაბილურობას და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამ პროცესში.

ინტერაქციულ შეხვედრაზე სტუდენტებმა ბევრი კითხვა დასვეს და შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული ბანკის საქმიანობისა და გატარებული პოლიტიკის შესახებ.