IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლას ახალი დეკანი ჰყავს
13.10.2023სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა.
წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის სამართლის სკოლის სწავლების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად.
ქალბატონი სალომე 2017 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აკრედიტაციის ექსპერტის პოზიციაზე.
“მიხარია, რომ მომეცა საშუალება ქვეყანაში ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის გუნდის წევრი გავხდე და მონაწილეობა მივიღო სამართლის სკოლის განვითარების და წინსვლის პროცესში. თითოეული სტუდენტის წარმატება სკოლის წარმატებაა საკუთარ თავს სწორედ ამ პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში ვხედავ,” განაცხადა ახალმა დეკანმა.