შემოდგომის სეზონის პირველი ღია კარის დღე IBSU-ში
16.10.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს შემოდგომის სეზონის პირველ ღია კარის დღეზე უმასპინძლა.
პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო.
IBSU-ს მარკეტერებმა და პოზიტიურმა მასკოტმა კი მოსწავლეებს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინეს.