კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი ‘გორგიასა’ და ‘დევექსპერტის’ წარმომადგენლებს შეხვდა
19.10.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეა თოდუა შეხვდა კომპანია “გორგიასა” და “დევექსპერტსის” წარმომადგენლებს.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების, მათი მომავალი კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
დეკანმა და კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.