[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის საჯარო ლექცია

07.11.2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე “მედიაციის როლი ბიზნეს დავების გადაწყვეტის პროცესში.”
ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს მედიაციის არსი გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის, მედიაციის შესახებ.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნეს სკოლების სტუდენტებს და მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.