[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

TI-ის ტრენინგი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის

01.12.2023

ღია მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ იყო ორგანიზებული, დაესწრნენ მიმდინარე სემესტრში არჩევით საგანზე “საგამოძიებო ჟურნალისტიკა” დარეგისტრირებული სტუდენტები.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო ტენდერების სახეები, სამთავრობო ღია მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი საძიებო სისტემების გამოყენება.

ღია მონაცემებთან მუშაობა და პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მოძიების ხერხების ცოდნა თანამედროვე მედიაბაზრის მკაფიო მოთხოვნაა.