[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

EECMD-ის წარმომადგენელმა IBSU-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო

12.12.2023

საერთაშორისო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)” წარმომადგენელმა, ანა მაგრაქველიძემ IBSU-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტი სახელწოდებით “ქალთა გაძლიერება პოლიტიკასა და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად” მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის და აქტიურობის გაძლიერებას.