[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სემინარი – Agile Software Development with Scrum

31.10.2016

27 – 28 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში DAAD- ის უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში  "Agile Software Development with Scrum" სემინარი ჩატარდა. სემინარს გაუძღვნენ SCRUM-ის ოსტატები სვენ კობლე და დევიდ გროსმანი. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პარტნიორი კომპანიების (Omedia, ITDC, GEC) წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. ორი დღის გამნავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარათ ცოდნა Scrum ოსტატებისაგან შემდეგ თემებზე:

– როლი Scrum გუნდი (Scrum-ის ოსტატი, პროდუქტის მფლობელი, დეველოპერი)

– Scrum-ის ოპერაციული პროცესი

– შეხვედრებისა და დისკუსიების პროცესი

– ისტორია Scrum-ის ევოლუცია

– პასუხისმგებლობის გრძნობა გუნდებში

–  მომხმარებლის ისტორიების შექმნა

–  ხარჯებისა და ნამატის შეფასება

– რეტროსპექტივა

– თვისებები, განაწილებული პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება

–  Scrum-ის საბჭოს ოპერაცია

–  გუნდური კომუნიკაცია

 

  Scrum-ის ოსტატები:

სვენ კობლე სერტიფიცირებული Scrum-ის ოსტატი და პროდუქტის მფლობელია. ამჟამად მუშაობს როგორც Scrum მწვრთნელი, ევროპაში ყველაზე დიდ ელექტრონული საცალო ვაჭრობის კომპანიას ეხმარება ამ მეთოდოლოგიის დანრგვაში. მას აქვს 17 წლიანი გამოცდილება IT სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ინდოეთში, ავსტრალიაში, ჩინეთშსა და, ყირგიზეთში.

 

დოქტორი დევიდ გროსმანი მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში გერმანიაში. მას პროგრამული განვითარების პროექტებში მრავალი წლის გამოცდილება აქვს, მათ შორის Scrum-ში. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ევროპულ აკადემიურ კვლევით პროექტში და ცნობილია თავის სფეროში როგორც კოფერენციის სპიკერი .

 

პროექტი დაფინანსებულია DAAD-ის უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს  მხარდაჭერით.