
- IBSU-მ კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა 13.04.2023IBSU-ს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, ხოლო კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის, რათა უზრუნველყოს მათი სამომავლო გეგმების ხელშეწყობა.
- პროექტი „Networking” 22.03.2023პროექტ „Networking”-ის ფარგლებში აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. თეა ჭუმბურიძემ ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსელებს გააცნო სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მარიამ ბარისოვამ მეოთხე კურსელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროგრამაზე სწავლის და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის შესახებ.
- IBSU-ს კურსდამთავრებულები ექსკურსიაზე ბაკურიანში 13.03.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებულებთან ერთად ბაკურიანში ექსკურსია მოაწყო.
- ბოულინგის ცენტრმა IBSU-ს კურსდამთავრებულებს უმასპინძლა 27.02.2023კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ბოულინგის ცენტრმა IBSU-ს კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. გასვლითი შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამუშაო სივრცეში კურსდამთავრებულების შეხვედრას და სასიამოვნო საღამოს გატარებას. ბოულინგში გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებითა და კინოს ბილეთებით დაჯილდოვდნენ.
- IBSU-ში მასტერკლასი ,,გზა იდეიდან სტარტაპამდე” გაიმართა 14.12.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნათია შუბითიძის მასტერკლასი ,,გზა იდეიდან სტარტაპამდე” გაიმართა. საჯარო ლექციის სპიკერი, ნათია შუბითიძე, IBSU-ს ფინანსების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ნათია შუბითიძე არის სტარტაპ დრაივის გამარჯვებული: SOS auto მობილური აპლიკაცია შენი საგზაო დახმარებისთვის; მან კომპანია თეგეტასგან მიიღო 70 000 ლარიანი ინვესტიცია სტარტაპის წამოწყებისთვის. ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
- IBSU_ს HomeComing-ის ფარგლებში ნინა პერტენავა ესტუმრა 26.09.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს HomeComing-ის ფარგლებში ნინა პერტენავა ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში ნინამ თავის წარმატების შესახებ ისაუბრა, IBSU-ს სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა და თავის საყვარელ ლექტორებსაც შეხვდა. ის კომპანია Meta-ს თანამშრომელია – linkedin trust and safety center. ნინა IBSU-ს მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულია.