AutoCAD
ტრენერი: მარიამ ანჯაფარიძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. ამჟამად სტაჟირებას გადის არქიტექტურულ კომპანიაში „DMARK“. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ტიპის პროექტებსა თუ კონფერენციებში, როგორიც არის „ახალი ურბანული ტიპოლოგიების ფორუმი“ საქართველოში და „ არქიტექტურა ბარიერების გარეშე – განათლება, ურბანული განვითარების ინკლუზიურობა“.
კურსის მიზანი:
AutoCAD-ის კურსის მიზანია მონაწილეებს ასწავლოს კონცეფციებისა და მთავარი ბრძანებების გამოყენება, რომ შეძლონ ტექნიკური ნახაზების შესრულება და დაბეჭვდა 2D/3D-ში. ის ძირითადად ორიენტირებულია ესკიზირების ტექნიკის გამოყენებაზე, პროექტების დიზაინზე, საინჟინრო ნახაზების შესრულებაზე და სტრუქტურირებულია მომხმარებლისთვის ფართო სპექტრით გამოყენებაზე. მისი შინაარსი მოიცავს სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის თეორიულს, დემონსტრაციასა და პრაქტიკულ სამუშაოს, მონაწილეები შეიძენენ AutoCAD-ის პრაქტიკულ გამოცდილებას პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით.
განსახილველი თემები:
- ძირითადი საინჟინრო შემუშავება
- სამუშაო/აწყობის ნახაზი
- ძირითადი 2D/3D CAD შედგენა
- განლაგების დიზაინი/ბეჭდვა
- პროექტის დიზაინი
სამუშაო ენა: ქართული
სამიზნე ჯგუფი: მე-9/10/11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სფეროთი.