[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ARMY CARD – IBSU ახალ სოციალურ პროექტში ჩაერთო

31.08.2016

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორის ილიას ჩილოღლუს განცხადებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამაზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ.

ARMY CARD სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, ''საქართველოს ბანკსა“ და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

ARMY CARD-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ.