[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ

ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი ერაზმუს პლუსის მობილობის პროგრამაზე მიღებას აცხადებს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი/ივნისი/ივლისი აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამასა და სტაჟირებაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღია კარის დღის ფარგლებში 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა და მარკეტერებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. "სოციალური ქცევის" ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფეხბურთო კომენტატორი და პროდიუსერი სანდრო ცნობილაძე ეწვია. ინტერაქტიულ შეხვედრაზე სანდრო ცნობილაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.

სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის