[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

’’ბიზნეს ანბანის“ სტაჟირების პროგრამა

03.12.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ’’ბიზნეს ანბანის“ პროექტის ფარგლებში იმ სტუდენტებთან გაიმართა საინფორმაციო  შეხვედრა, რომლებმაც სტაჟირების პროგრამის გავლის სურვილი გამოთქვეს, რის შედეგადაც მათ  ტრენერის კვალიფიკაცია მიენიჭებათ.

სტუდენტები გაეცნენ პროექტის მიზანსა და სამოვავლო გეგმებს. ასევე, მათ გააცნობიერეს, თუ რა საფეხურების გავლა მოუწევთ იმისათვის რომ გახდნენ სტაჟიორები და შემდეგ ტრენერები. შეხვედრას დაესწრო 50-მდე ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, როგორც ქართული, ასევე, ინგლისური სექტორიდან. შერჩევის შემდგომი ეტაპი მოიცავს საკუთარი თავის წარდგენასა და გასაუბრებას, შემდგომ წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე მოხსენებების ჩატარებას. აირჩევა 10 მონაწილე, რომელიც ოთხთვიან მოსამზადებელ პრაქტიკულ კურსს გაივლის.