[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია

ბიზნესის სკოლა

“ინჟინერიის არსი არ არის ის რომ სრულყოფილი გადაწყვეტილებები მიიღო. არსი იმაშია, რომ იმ რესურსით, რაც გაგაჩნია, საუკეთესო გამოიყვანო.” –  რენდი პაუჩ ლექცია

სამრეწველო ინჟინერიის პროგრამა სტუდენტებს აწვდის მრავალმხრივ ცოდნას სხვადასხვა სფეროში. სამრეწველო ინჟინერთა მთავარი ამოცანაა, სამუშაოს შესასრულების საუკეთესო გზის პოვნა, კომპლექსური სისტემების (საავტომობილო, კომპიუტერული, სატრანსპორტო, ა.შ) ანალიზი და გაუმჯობესება სისტემური მიდგომის დახმარებით. სისტემური ხედვა, ადამიანებზე ორიენტირება და პრობლემების გადაჭრის უნარი სამრეწველო ინჟინერიის განსაკუთრებული და სხვა საინჟინრო პროფესიებისაგან გამორჩეული მახასიათებელებია.

პროგრამის წარმატებულად დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს უნდა შეეძლოთ წარმოების პროცესებში შექმნილი პრობლემების ანალიზი და მათ გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების შემუშავება. პროგრამა სტუდენტებს აძლევს წარმოების თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების ცოდნას შემდეგი დისციპლინების მეშვეობით: მათემატიკური სტატისტიკა, ოპერაციათა კვლევა, წარმოების დაგეგმვა, სისტემების იმიტაციური მოდელირება, ეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირების თანამედროვე მეთოდები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლის სტატისტიკური მეთოდები, პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები და მათი გამოყენება წარმოებაში, ა.შ.