შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა დავით ასანიძემ, მარიამ ანჯაფარიძემ და პატრიცია ნადერ ფარუკიმ მონაწილეობა მიიღეს არქიტექტურის პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ეხებოდა ახალ პროექტს „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ პოსტერი, ლოგო და ვიდეო, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა პროექტის კონცეფციასთან.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი, რომლებსაც გადაეცათ სერთიფიკატები და ვაუჩერები. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები ოფიციალურად გამოყენებული იქნება პროექტის, „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“, განხორციელების დროს.