ძვირფასო აბიტურიენტებო,
კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში.
როგორც უკვე გაცნობეთ, უნივერსიტეტი აკრედიტირებულ რეჟიმში ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას. აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარის მომზადების პერიოდში, აღნიშნული პროგრამა გადიოდა ხელახალ აკრედიტაციას და არ იძებნებოდა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში.
მიმდინარე წლის 19 მარტს პროგრამამ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და აისახა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში.
გმადლობთ, რომ გვირჩევთ ჩვენ!