[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეული

ბიზნესის სკოლა

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა ტრადიციულად  ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ გლობალურ ღონისძიებას „კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული 2018“. ღონისძიება მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების მიმართ ცნობადობის გაზრდას და მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებას აღნიშნული სფეროსადმი.

კვირეულის ფარგლებში ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები ატარებენ ტრენინგებს, ვორქშოფებს და საჯარო ლექციებს სკოლის მოსწავლეთეთვის. ყოველი ღონისძიების ბოლოს იმართება შეჯიბრი, რომელში გამარჯვებულებსაც გადაეცემათ წამახალისებელი საჩუქრები, ასევე, სერთიფიკტები გადაეცემა ღონისძების ყველა მონაწილეს.  წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე სკოლის დაახლოებით 400-მა მოსწავლემ და წარმატებით გაართვა თავი კვირეულის ფარგლებში მოცემულ დავალებებსა და გამოწვევებს. სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მონაწილეობის სურვილი, სწორედ ამიტომ ფაკულტეტი გეგმავს კვირეულის მიღმა, სასწავლო წლის განმავლობაში, მსგავს და სხვა ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას.