[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 29 მარტს უმასპინძლა პალიტრა L -ის პროექტს “ლურჯი ოკეანე” წარმატებისთვის: ქართველების წარმატებული სტარტაპები ამერიკასა და საქართველოში. ღონისძიება გახსნა არჩილ ჭეიშვილმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების კურსდამთავრებულმა და ტექნოლოგიური კომპანია "Palatine Analytics" დამფუძნებელმა, თემით -

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით 9-12 მარტს მოეწყო Puzzle Day, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, სადაც მონაწილე გუნდები ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებული გუნდის წევრებმა ყველა ამოცანა ამოხსნეს, რაც მსოფლიო მასშტაბით სულ რამოდენიმე გუნდმა შეძლო.

14 მარტს(3/14) მთელს მსოფლიოში აღინიშნება PI-ს დღე.  ეს არის მათემატიკური მუდმივა, რომელიც ერთ ტრილიონზე მეტი ციფრისგან შედგება. მათემატიკა პირდაპირ უკავშირდება კომპიუტერულ მეცნიერებას, ამიტომ აუცილებლობად ვთვლით PI-ს დღის აღნიშვნას. გთავაზობთ პატარა ონლაინ კონკურსს, გადადით მითითებულ ლინკზე: https://www.pidaychallenge.com და ამოხსენით სხვადასხვა თავსატეხი. 15 მარტს,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა საორიენტაციო შეხვედრა მოაწყო საერთაშორისო სტუდენტებთან. ღონისძიებას ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი დაესწრო 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. (იბსუში სულ 31 ქვეყნის 140 სტუდენტი სწავლობს). საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა საერთაშორისო სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საქართველოს შესახებ.

4 მარტს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში, დასკვნითი ცერემონიის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ბაკურიანში ტრენერებისა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.

პირველ მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა უმასპინძლა პრგრამირების საერთაშორისო შეჯიბრს Google HashCode. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

20 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კომპანია SINGULAR-ს ესტუმრნენ. სტუდენტებმა ნახეს კომპანიის "შიდა სამზარეულო" და გაესაუბრნენ პერსონალს. კომპანიის თანამშრომლებმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს და თავიანთი საქმიანობის ნიმუშებიც აჩვენეს. 

შაბათს,24 თებერვალს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის "ზამთრის სკოლა 2018-ის" დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, „ზამთრის სკოლა 2018“ 20იანვარს დაიწყო და 18თებერვლამდე გრძელდებოდა.პროექტში მონაწილეობას საქართველოს სხავადსხვა რაიონიდან 90-მდე მოსწავლე იღებდა.პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შემდეგ მიმართულებებს დაეუფლნენ : შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2018 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, ზამთრის სკოლის ფარგლებში, უმასპინძლა ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის,