კომპანია CandiKandy Solana აცხადებს მიღებას კურსზე Solana ვებ დეველოპერებისთვის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპანია CandiKandy Solana აცხადებს მიღებას კურსზე Solana ვებ დეველოპერებისთვის

ბიზნესის სკოლა

კომპანია CandiKandy Solana-სთან თანამშრომლობით პირველად საქართველოში აცხადებს მიღებას კურსზე – Solana ვებ დეველოპერებისთვის.

CandiKandy საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც უზრუნველყოფს შენს კარიერულ ზრდას ვებ3 სამყაროში, Solana კი ერთ-ერთი უმსხვილესი, სწრაფად მზარდი და ფართოდ გამოყებეული ბლოკჩეინ ქსელია.
🔹კურსი დაგეხმარება დაიწყო შენი მოგზაურობა ვებ3 სამყაროში, გახდე ბლოკჩეინ დეველოპერი და კურსის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმდე ამ მიმართულებით.
🔸კურსის ღირებულება შეადგენს 2000ლარს, პირველი ნაკადისთვის შერჩეული სტუდენტები ისარგებლებენ სოლანასგან 60% თანადაფინანსებით, რის შემთხვევაში სწავლის ღირებულება
შეადგენს 800 ლარს.

დეტალები:

  • სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე
  • განრიგი (12 შეხვედრა): ხუთშაბათი – 16:00 – 18:00 შაბათი – 16:00 – 18:00
  • ლოკაცია: ი.ჭავჭავაძის N37, ტერმინალი
  • კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი და NFT (On-chain proof of certification)
  • წარმატებული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში დასაქმდებიან/ სტაჟირებას გაივლიან პარტნიორ კომპანიებში
  • წარმატებული სტუდენტები გაივლიან მასტერკლასს – როგორ გავიარო გასაუბრება
  • პერსონალური კარიერის მენეჯერი

❗კურსის გასავლელად აუცილებელია Javascript/NodesJS საწყისების ცოდნა. სტუდენტს უნდა ჰქონდეს ლეპტოპი.

✔ლექტორი – ლევან ილაშვილი
Software/ Web დეველოპერი 11 წლიანი გამოცდილებით; 2018 წლიდან მუშაობს ბლოკჩეინ/კრიპტო პროექტებზე. CoinSwap.ge-ის თანადამფუძნებელი და CTO.

აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სწავლა იწყება ოქტომბერში.

ვებ-საიტი : www.candikandy.xyz
სარეგისტრაციო ფორმა: https://www.candikandy.xyz/application-form

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა – ana@candikandy.xyz
ტელეფონის ნომერი: 514 58 18 18