[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი უნგრეთში

6-8 თებერვალს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქმიანი და კულტურული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი ბიზნეს ინკუბატორის IBSU Idea Lab-ის ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდა გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის უნგრეთის სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობას, ამასთან, ვიზიტს უნგრულ სტარტაპებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ჯგუფის წევრები მაკა ბუღულაშვილი (ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) თინათინ ღოლაძე, (ბიზნეს-ინკუბატორის პროექტის კოორდინატორი) არჩილ ბარბაქაძე (ბიზნეს ინკუბატორის 2016 წლის გამარჯვებული) და ურგა კუპრაშვილი (ბიზნეს ინკუბატორის 2016 წლის გამარჯვებული)  სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენელებს შეხვდნენ, მათ შორის ევროპის სავაჭროს პალატის პრეზიდენტს მიქელე ორზსანს. აღნიშნულ ორგანიზაციასთან მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც IBSU-ს სტუდენტებს ევროპის სავაჭრო პალატი წევრ ორგანიზაციებში საერთაშორისო სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან ერთად,  მიქელე ორზანი ჩვენი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციით დაინტერესდა და შემდეგ წელს მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

საინტერესო შეხვედრები გაიმართა უნგრული სტარტაპების წარმომადგენლებთანაც – პიტერ პალასტისთან (შვეციარიული კომპანიის Swiss Halley AG Firefliesუნგრელი წარმომადგენელი) სემ რაჯისთან, (გლობალური სტარტაპის Liber8-ის წარმოების განვითარების მენეჯერი) და ლევაი ქსაბასთან, (კომპანია BossConnect-ის ერთ-ერთი პარტნიორი).  კომპანიის წარმომადგენელება სტუდენტებისთვის თემატური სესიები ჩაატარეს და შავი ზღვის უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრების ციკლმა უნგრეთში თბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა. ევროპის ქვეყნებში მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთოებების გაღრმავებას და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.