[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბიზნესის მართვა

21.08.2014

კვლევითი მიმართულებები

ფინანსების მიმართულების ფარგლებში კვლევები ტარდება შემდეგ სფეროებში: საბანკო და საფინანსო ინსტიტუციები, ფინანსური ბაზრების რეფორმები, სადაზღვევო სექტორის განვითარება, კორპორატიულ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, ინფრასტრუქტურული სექტორები და ა. შ.

აკადემიური კადრები მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებში. ბიზნეს და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით  რეგულარულად იმართება კონფერენციები შზსუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით. აკადემიური კადრები თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებს აქვეყნებენ ბიზნესის ჟურნალში. დიდი როლი ენიჭება აგრეთვე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში კვლევის წარმოებასა და სტუდენთა ჩართულობას კვლევის პროცესში.

მენეჯმენტის მიმართულების ფარგლებში ტარდება კვლევა ბიზნეს საქმიანობის სფეროში სადაც კონცენტრირება ხდება ძირითადად თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ბიზნეს გამოცდილებების ქეისების ჩათვლით. მენეჯმენტის ზოგადი პროცესის თეორიული საკითხები მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მენეჯმენტის თეორიაში თანამედროვე ტენდენციები, საერთაშორისო და ქართული ბიზნეს მენეჯმენტის სპეციფიკა, საერთაშორისო და ადგილობრივი ეკონომიკური გამოწვევები ისევე როგორც ინოვაციური პრაქტიკები კომერციულ თუ არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტში. კვლევის მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწრაფად ცვლად საბაზრო-ეკონომიკურ საკითხებს. აკადემიური კადრები ჩართულნი არიან აღნიშნულ საკითხებზე ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით  საქმიანობაში (კონფერენციები, სამეცნიერო პუბლიკაციები და ა. შ.). შზსუ-ში ყოველწლიურად ეწყობა აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციაში. კვლევა ხორციელდება ასევე როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო დონეებზეც. 

მარკეტინგის მიმართულება – კვლევით ასპექტს ჩვენს უნივერსიტეტში ენიჭება ძირითადი პრიორიტეტი. კვლევითი შემადგენელი მისადაგებულია პრაქტიკულ აპლიკაციაზე. კვლევითი აქტიობების მიზანია მეცნიერული ცოდნის გაღრმავება.

ფაკულტეტის ამბიციური წევრები ცდილობენ გადასცენ საკუთარი კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა სტუდენტებსა და სხვა აკადემიურ კადრებს.

ტურიზმის მიმართულების ფარგლებში კვლევა ტარდება შემდეგი მიმართულებებით:     

1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მონაცემთა ბაზის შექმნა, გურიის რეგიონი, ივნისი-ოქტომბერი, 2014  

2. იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მონაცემთა ბაზის შექმნა, მარტი-სექტემბერი, 2014   

3. თბილისის სასტუმროთა მონაცემთა ბაზის შექმნა (დაიწყაბა: ოქტომბერი 2014)    

(კვლევითი მეთოდიკა: საკლასო, ინტერნეტ რესურსები/სტატისტიკა, კითხვარები)

შედეგები: გამოკვლეული რესურსები, მზა მონაცემთა ბაზა, შექმნილი ვებ გვერდები

მკვლევარები: ტურიზმის პროგრამის კადრები, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები