პროგრამის მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.
სწავლის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.
დასაქმება
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.
პროგრამაზე მიღება
საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერს, ვისაც აქვს საშუალო განათლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე არქიტექტურის პროგრამაზე მოსახვედრად აბიტურიენტი გადის შემოქმედებით ტურს.
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 5940 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:9900 ლარი
______________________________________________________________________________________________________
მისანიჭებელი კვალიფიკაცია : არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა : ინგლისური
საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).
კონტაქტი
ელ–ფოსტა:gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2595006 (178)
ოთახი: # A319
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო