საქველმოქმედო კლუბი კარალეთში
20.10.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქველმოქმედო კლუბის წევრებმა, 8 წლის ბექას დაბადების დღე მიულოცეს.
ადუაშვილების ოჯახი, დედა და სამი შვილი, კარალეთში უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრებს. საქველმოქმედო კლუბმა შეგროვილი თანხით მათთვის საჭირო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები შეიძინა. ოჯახს გარკვეული თანხაც გადაეცა, სხვა საჭირო ნივთების შესაძენად.