[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

CIPE-ის ექსპერტ კამელია ბულატის ტრენინგი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და G4G-ს პარტნიორობის საფუძველზე IBSU-ს CIPE-ს ექსპერტი, კამელია ბულატი ესტუმრა.

სტუმარმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 3 საათიანი ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა იყო: ლიდერობა, მეწარმეობა, ბიზნეს გეგმა, წერითი-ვერბალური კომუნიკაცია და ''როგორ გავყიდოთ ჩვენი თავი“. ლექციის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ამასთან, G4G-მ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასახეს სამომავლო ურთიერთობის გეგმები ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში.