კონკურსი “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

კონკურსი “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“

24.05.2022

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“.

კონკურსის მიზანია 5-კვირიანი ტრეინინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

საკონკურსო თანხის ოდენობა შეადგენს 26,500.00 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?:

·         კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და  ტრენინგ ცენტრებს;

·         კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჰუმანიტარული მიმართულება/პროფილი;

·         კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

საპროექტო განაცხადების მიღება ხდება 2022 წლის 11 მაისიდან – 6 ივნისის 18:00 საათამდე;

გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადის  მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

    კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა ელექტრონულ ფოსტაზე docs@creativegeorgia.ge უნდა წარმოადგინოს საკონკურსო დოკუმენტაცია.

კონკურსის წესებთან და პირობებთან გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდი – creativegeorgia.ge, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

http://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi_literaturuli_agentis_sastsavlo_modulis_shemushavebis_da_danergvis_khelshetskoba_