[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ანაზღაურებადი სტაჟირება

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

19.09.2022

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას – ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • საბაზისო განათლება ფინანსებში (შესაძლებელია იყოს სტუდენტი, თუ სამუშაო გრაფიკთან არის თავსებადი);
  • ინგლისური ენა საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • აქტიურობა და ინიციტივიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • თვითმოტივაციაზე ზრუნვის უნარი;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • ანაზღაურება: 375
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

  • ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
  • ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში

გასაუბრება – ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!
  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge