[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპანია StarAcademy სტუდენტებისთვის აცხადებს პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

21.11.2022

კომპანია StarAcademy სტუდენტებისთვის აცხადებს Work & Travel USA პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

რა არის “Summer Work & Travel”? – ეს არის საზაფხულო კულტურულ-გაცვლითი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში და დამატებით 1 თვე ეძლევათ ამერიკაში მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია:

** ასაკი 18-დან 28 წლის ჩათვლით;

** ინგლისურის ენის ცოდნის დონე – B2-დან;

** აქტიური სტუდენტური სტატუსი;

** არასდროს ყოფილა Work & Travel USA პროგრამის მონაწილე;

კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს საქართველოს რეგიონებიდან.

 

დაფინანსება ითვალისწინებს:

** პროგრამაში მონაწილეობის საფასური;

** ორმხრივი ავიაბილეთი;

** 3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;

** სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;

** დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;

** სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;

 

დაფინანსება არ ითვალისწინებს:

** სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);

** მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 28 ნოემბერი.