[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

28.03.2023

📣𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის განვითარეების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზდება ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“.ტრენინგი ხელს უწყობს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობის შეჩერებას. სასწავლო პროგრამა შეიმუშავა გოგონა გაიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაციამ (WAGGGS) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) 5-დან 25 წლამდე ჯგუფებისათვის.

 

⭕პროექტი მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში თბილისში, რუსთავსა და გურიაში. პროექტში ჩართულია 12-16, 17-25 წლამდე 600 მოზარდი, (400 გოგო და 200 ბიჭი) და 45 ლიდერი. ტრენინგები გრძელდება 6-8 შეხვედრა თითო ჯგუფთან. ასევე პროექტის ფარგლებში იგეგმება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, რათა მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას „ჩურჩულიდან- ყვირილამდე“.

 

📍 WAGGGS-ის კამპანიას „შეაჩერე ძალადობა – ისაუბრე გოგოების უფლებებზე“ 5 ძირითადი მიმართულება აქვს:

  1. ცნობიერების ამაღლების გლობალური კამპანია
  2. საგანმანათლებლო პროგრამა
  3. კვლევა და პოლიტიკა
  4. ლობირება
  5. საზოგადოებრივი მოქმედება

 

📌გოგოებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობის პრევენცია ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის ხელშეწყობის გზით. ეს სასწავლო პროგრამა უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს ქმნის იმისათვის, რომ მისმა მონაწილეებმა შეძლონ, ახალი ცხოვრებისეული უნარები განივითარონ, გაეცნონ საკუთარ უფლებებს, განიხილონ და იმსჯელონ გენდერულ ნორმებზე და მხარდაჭერა მიიღონ, თუკი ძალადობის ან შეურაცხყოფის შემთხვევებს გაამხელენ.