
როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი მომავლის ტექნოლოგიებში?
X – XI – XII კლასის მოსწავლეებს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს ციფრულ სკოლას სრულიად უფასოდ. პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნება შეისწავლო შემდეგი მიმართულებებიდან ორი კურსი: Web Development, Graphic Design(Photoshop, Illustrator), Unity(Game Development), 3D graphics(Blender), Office, Cyber Security.
კურსებს გაუძღვებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.
ლექციები 5 მარტიდან 10 აპრილამდე, შაბათ-კვირას, IBSU-ს კამპუსში ჩატარდება. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. წარმატებული მოსწავლეები კურსის ბოლოს დასაჩუქრდებიან პრიზებით.