[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 14-დან 18 სექტემბრამდე. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე: sseduhum@ibsu.edu.ge

  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ფოტო (3X4);
  • რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
  • საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი შზსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; გამოცდა ჩატარდება 21 სექტემბერს, 14:00 საათზე (ოთახი #A302).

განაცხადის ფორმა