არქიტექტურის საფუძვლები მოსწავლეებისთვის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქიტექტურის საფუძვლები მოსწავლეებისთვის

Loading Events
  • This event has passed.

31

იან

არქიტექტურის საფუძვლები მოსწავლეებისთვის

იან 31 @ 4:00 PM - 7:00 PM

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა გთავაზობთ სამ დღიან ტრენინგს მოსწავლეებისთვის. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ არქიტექტურის საფუძვლებს მათთვის საინტერესო მიმართულებით და ჩაერთონ შესაბამის აქტივობებში.

სამიზნე ჯგუფი: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები

 

კურსები:

არქიტექტურული ხატვა: კურსის მიზანია იდეების გაცვლა და კონცეფციების ერთად შექმნა, რათა განვავითაროთ დიზაინის სხვადასხვა იდეები. თქვენ გაიგებთ რა არის საჭირო კომფორტული და ამავე დროს დახვეწილი შენობის ასაშენებლად. კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ დახატოთ საკუთარი სახლი, თავის ავეჯითა და ფასადებით.

ტრენერები:

მარიამ სხირტლაძე

დავით ასანიძე

საბრი იაკუტი

დიზაინის საფუძვლები: კურსის მიზანია სტუდენტების ცოდნის განვითარება ვიზუალურ და გრაფიკულ ანალიზში, ასევე ფორმების, ფერების და სხვა არქიტექტურული ობიექტების შეფასება. კურსი მოიცავს დიზაინის საფუძვლების დეტალურ განმარტებას, ელემენტებს და პრინციპებს.

ტრენერები:

თეკლა მამფორია

ლაშა მათიაშვილი

ესკიზირება: ეს კურსი მოიცავს არქიტექტურული ესკიზის ყველა საფუძველს. თქვენ შეისწავლით როგორ შექმნათ პერსპექტივა, ჩრდილი, გრადაცია, სიღრმე და ა.შ. როგორ დაიტანოთ თქვენი იდეა ქაღალდზე, რაც ყველა არქიტექტორისთვის აუცილებელია.  უნარები, რომლებსაც თქვენ შეიძენთ, დაგეხმარებათ რომ დახატოთ ყველაფერი, ადამიანები, ქუჩები, შენობები და ა.შ

ტრენერები:

თაკო გოგია

მარიამ ჭიკაძე

საბა მანჯგალაძე

გიორგი ხუბუა

თარიღი და დრო: 31 იანვარი – 3 თებერვალი, 16:00-19:00

რეგისტრაცია: shorturl.at/qtDLU

ლოკაცია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი. B-208