[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

იდეათონი-“ცვლილებები ციფრული განათლებისთვის”

Loading Events
  • This event has passed.

25

ივნ

იდეათონი-“ცვლილებები ციფრული განათლებისთვის”

ივნ 25 @ 12:00 PM - 6:00 PM

💡 IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 24-25 ივნისს გაიმართება იდეათონი – “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.”

📢 იდეათონის მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში უნდა შეიმუშაონ ინოვაციური იდეები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან და წარადგინონ იდეები მოცემული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

💡 ორდღიანი იდეათონის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტურ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეხვდნენ სპეციალისტებს განათლების, სტარტაპის, ტექნოლოგიების სფეროდან, რომლებიც გაუწევენ მენტორობას თავიანთი მიმართულებით და დაეხმარებიან იდეების საბოლოოდ ჩამოყალიბებაში. საბოლოოდ კი შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ აპლიკაციების, პლატფორმების, საგანმანათლებლო თამაშების იდეები (როგორც სამაგიდო, ისე კომპიუტერული), იმუშაონ მონაცემებზე და დაადგინონ, როგორ შეუძლია ციფრულ ინსტრუმენტებს, გააძლიეროს საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ სფეროში.

⭕ იდეათონში მონაწილეობა შეუძლია IBSU-ს ნებისმიერი საფეხურისა და სკოლის სტუდენტს. მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო ფორმის საფუძველზე. რეგისტრაცია არის ინდივიდუალური. შერჩეული მონაწილეები პროექტის დაწყების დღეს დაჯგუფდებიან. ჯგუფში მოხვდება ორი ადამიანი.

იდეათონის თემები:

🔹 სასკოლო განათლების განვითარება
🔹 უმაღლესი განათლების განვითარება
🔹 E-learning პლატფორმები
🔹 მასწავლებელთა ხელშეწყობა

ფორმატი: ფიზიკური | IBSU
სამუშაო ენა: ინგლისური

🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ივნისი, 23:59 საათი
🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/hJZEGLrfBHgsK3dZ8

🏆 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სიმბოლური პრიზი. იმ შემთხვევაში თუ იდეას ექნება განგრძობითი ხასიათი, ინოვაციებისა და მეწარმეოების ცენტრი გაუწევს მენტორინგს და ჩართავს სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში.

ℹ️ იდეათონის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 14 ივნისს 16:00 საათზე, ონლაინ. დაინტერესებული პირები დასწრებას შეძლებენ შემდეგი ბმულის საშუალებით: https://meet.google.com/usa-cvdm-jbj

📧 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: iec@ibsu.edu.ge