[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საბრინა ფაგეს და ინგა ტყემალაძის ტრენინგი თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე

Loading Events
  • This event has passed.

30

ნოე

საბრინა ფაგეს და ინგა ტყემალაძის ტრენინგი თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე

30/11/2023 @ 6:00 PM - 8:00 PM

30 ნოემბერს,  18:00-დან 20:00 საათამდე, IBSU-ს ფრანგულენოვანი სტაჟიორი საბრინა ფაგე და ფრანგული ენის ლექტორი ინგა ტყემალაძე ჩაატარებენ ტრენინგს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე.

ტრენინგის ფარგლებში, საბრინა ფაგე წარმოგიდგენთ 4 განსხვავებულ თამაშს, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენოთ და ჩართოთ სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით ლინგვისტური და საკომუნიკაციო უნარების მიმართულებით, რომელებიც შეიძლება გაუმჯობესდეს აღნიშნული თამაშების გამოყენებით.

ტრენინგის დასასრულს თითოეული მონაწილე მიიღებს ტრენინგზე დასწრების სერტიფიკატს, ასევე საწევრო ბარათს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დროებით ისარგებლოთ ტრენინგზე განხილული თამაშებით.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია: ფრანგული ენის/ან სხვა უცხო ენების ლექტორები ან/და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პერსონალი და სტუდენტები, რომლებსაც სურთ მეტი იცოდნენ თამაშზე დაფუძნებული სწავლის მიდგომის შესახებ.

ტრენინგის ენები: ფრანგული და ქართული
ადგილი: A101
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/jbgxmxCZyGB5TutK6