აშშ-ს საელჩოსთან კოლაბორაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება განათლების კონფერენცია თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 17 ამერიკელი ექსპერტი.
კონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ახალი ატაშე ევენ ქალი, ხოლო მთავარი მომხსენებლი იქნება აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფისის დირექტორი ჯონ სილვერი.
სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე სასაუბროდ კონფერენციის დაწყებამდე IBSU-ს რექტორი კახა შენგელია ჯონ სილვერს უმასპინძლებს.
კონფერენციას ინგლისური ენის 200 მასწავლებელი დაესწრება.