[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მასტერკლასი: „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“

Loading Events
  • This event has passed.

20

მარ

მასტერკლასი: „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“

მარ 20 @ 3:00 PM - 4:00 PM

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) და ProActive Group Georgia გიწვევთ მასტერკლასზე: „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“

შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ ევროპული და ამერიკული სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებს და შესაძლებლობებს; განათლების სისტემის და დასაქმების ბაზრის გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის პრაქტიკული გზები, მოწვეული სტუმრის პირადი ევროპული გამოცდილების მაგალითზე;

თუ დაინტერესებული ხართ ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, #Erasmus+ მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებით და არ იცით როგორ მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამებში, მაშინ ეს შეხვედრა თქვენთვის არის!

შეხვედრის მთავარი მიზანია:

  • სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს გაუადვილოს ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე წვდომა;
  • Erasmus+ მოკლევადიან და გრძელვადიან ახალგაზრდულ / სასწავლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
  • გააცნოს მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტები;
  • მისცეს რჩევები ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის შესაქმნელად;
  • მიაწოდოს მონაწილეებს ინფორმაცია, როგორ მოიძიონ სრულად დაფინანსებული პროექტები.
  • დააფიქროს მონაწილეები განათლების მიღების ალტერნატიულ გზებზე, რომელთა სინერგიაც დაეხმარებათ ევროპული მაღალი დონის განათლების მიღებაში.

შეხვედრას გაუძღვება გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი, საჯარო მმართველობის დოქტორი, Erasmus+ ახალგაზრდული და სასწავლო პროგრამების ბენეფიციარი და სერტიფიცირებული ტრენერი, ერასმუს+ პროექტებზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ჩატარებული აქვს ტრენინგები ევროპის 8 ქვეყანაში სხვადასხვა თემებზე ერასმუს+ პროექტების ფარგლებში. ევროპის საბჭოს საერთაშორისო NGO-ების ქსელის ახალგაზრდა დელეგატი, გერმანიის მარშალის ფონდის სტიპენდიანტი და დემოკრატიის საერთაშორისო ქსელების არჩეული წევრი.

დასაწყისი: 3 საათი, 20 მარტი, 2024.

ლოკაცია: IBSU-ს ბიბლიოთეკა

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით: https://bit.ly/4c5Opsq 

Event Details

Date: მარ 20 @ 3:00 PM - 4:00 PM
Time: 3:00 PM - 4:00 PM