7-9 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება 3 დღიანი სალექციო კურსი: „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“
კურსს გაუძღვება რომან შტრასერი, ევროპარლამენტის ყოფილი წარმომადგენელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
მონაწილეობა შეუძლიათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მონაწილეობა უფასოა და სტუდენტები ვინც დაესწრებიან სამივე სესიას მიიღებენ სერტიფიკატებს.
კურსზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს: shorturl.at/aeky1
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 04.10.2022 15:00
ღონისძიების ადგილი: A კორპუსი 101 ოთახი.
კურსი მოიცავს 3 სესიას და ფარავს შემდეგ თემებს:
1 დღე – 7 ოქტომბერი 14:30
- ევროკავშირის განვითარება 50 წლებიდან დღემდე;
- ევროპული ინსტიტუტები
2 დღე – 8 ოქტომბერი 11:00
ევროპარლამენტი
3 დღე – 9 ოქტომბერი 14:30
- საკანონმდებლო სამკუთხედი
- ეროვნული პარლამენტების როლი
- ლობისტების როლი
- ევროპული პოლიტიკური პარტიები
- გამოწვევები დღევანდელი ევროკავშირის წინაშე
- ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები
- სტაჟირების შესაძლებლობები ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებში;
- სტუდენტური დელეგაციები და სასწავლო ვიზიტები ევროპულ ინსტიტუტებში
ლექციების ხანგრძლივობა: 2 სთ
შესვენება: 10 წუთი