📣 „საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მეორედ ტარდება.
✅ კონფერენციის ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი #2.
📅 კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 31 მარტი – 1 აპრილი
🟦 კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:
- მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად
- კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით
- კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით
კონფერენციით გათვალისწინებულია:
- ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა
- კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით
- კონფერენციაზე მონაწილეობის სერთიფიკატის გაცემა
👉 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: კონფერენციის შესახებ – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ibsu.edu.ge)