
„მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ტარდება.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ონლაინ)
კონფერენციის ელ-ფოსტა: b.sherazadishvili@gtu.ge
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 2 მაისი
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:
- მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად
- კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით
- კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით
კონფერენციით გათვალისწინებულია:
- ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა
- კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით
- კონფერენციაზე მონაწილეობის სერთიფიკატის გაცემა