
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :
- აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს
- დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს
- დამოუკიდებელ მკვლევარებს
- ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მოხსენებაც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს და შესაბამისობაში იქნება პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებთან
ძირითადი ვადები:
- სტატიის წარდგენა: 1 აპრილი
- კონფერენციის ჩატარება: 2 მაისი
გაფორმების ინსტრუქცია:
სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა:
A4 ფორმატის 4-7 გვერდი. შრიფტი: Sylfaen, გერმანული და ინგლისური ენებისათვის – Times New Roman. საილუსტრაციო მასალა (ნახაზები, დიაგრამები, გრაფიკები, ფოტო მასალა) წარმოდგენილი უნდა იქნას – MS Word-ით. ყველა არე – 2 სმ. ინტერვალი -1,5, შრიფტის ზომა – 12, აბზაცი – 1,25.
ტექსტის სტრუქტურა:
– ნაშრომის სათაური
– გვარი, სახელი
– სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება
– აბსტრაქტი
– საკვანძო სიტყვები
– ძირითადი ტექსტი
– დასკვნა
– გამოყენებული ლიტერატურა
– ნაშრომის სათაური ინგლისურ ენაზე
– გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება ინგლისურ ენაზე
– რეზიუმე ინგლისურ ენაზე (100-150 სიტყვა)
საორგანიზაციო კომიტეტი: ტელ.: (+995)599 29 89 41;
მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში. ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე – b.sherazadishvili@gtu.ge