[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

Views Navigation

Event Views Navigation

Today

სეზონური სკოლების დახურვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სეზონური სკოლების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც დაჯილდოვდებიან სეზონური სკოლების ტრენერები.

IBSU Summer Camp

შემოუერთდი IBSU Summer Camp-ს და გაეცანი შენთვის სასურველ პროგრამას, ჩაერთე სახალისო აქტივობებში და შეიძინე ახალი მეგობრები. ჩვენი სტუდენტ-ტრენერები მაქსიმალურად დაგეხმარებიან დროის საუკეთესოდ გატარებასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში. საფინალო დღეს გაიმართება ბანაკის დახურვის ცერემონია, სადაც ბენდთან და დიჯეისთან ერთად უამრავი სიურპრიზი […]

IBSU-ს სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველ წელს, ტრადიციულად იმართება უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია. გაცნობებთ, რომ 2023 წლის 4 ივლისს, 3 საათზე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში გაიმართება IBSU-ს მიერ გამოცემული პუბლიკაციების (წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, საკონფერენციო მასალები) პრეზენტაცია.

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა

6 ივლისს 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული აკადემიური პერსონალისთვის  ჩატარდება  „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება "ჰორიზონტი ევროპას" ჩარჩო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხების განხილვა. 📍 A101

კურსდამთავრებულთა შეკრება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეკრება 7 ივლისს 19:00 საათზე ბილტმორ თბილისში გაიმართება.

2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

🎉 15 ივლისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება. საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება 4D Monster Lobsters-ის კონცერტი, შემდეგ კი საღამოს DJ გააგრძელებს. 📍 კამპუსის ეზოIBSU yard will host the graduation ceremony on July 15, starting at […]

პირველკურსელთა რეგისტრაცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია გაიმართება 11-16 სექტემბერს.IBSU will open freshmen registration on 11-16 September.

საორიენტაციო შეხვედრა

22 სექტემბერს, 10:00-17:00, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საორიენტაციო შეხვედრები პროგრამების მიხედვით, სადაც პირველკურსელები შეხვდებიან პროგრამის ხელმძღვანელებს და პასუხებს მიიღებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე.

სტუდენტური კლუბების გამოფენა

IBSU-ს სტუდენტური კლუბების გამოფენაზე პირველკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კლუბებს და გაწევრიანდნენ. 📍კამპუსის ეზო

IBSU Welcome Party 2023

ძვირფასო პირველკურსელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. IBSU-ს ერთიან და საიმედო ოჯახში გაწევრიანებით თქვენ მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას და შეიძენთ და განავითარებთ საჭირო უნარებს. გვჯერა, თქვენი სტუდენტური ცხოვრება სავსე იქნება მხიარული და ნაყოფიერი დღეებით. სანამ […]

ვორქშოპი – გადაწყვეტილების მიღება

📣 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე,  Light Life Academy დამფუძნებელი, ნიკოლოზ ტარიელაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართავს ვორქშოპს თემაზე 'გადაწყვეტილების მიღება.'  💬 მოწვეული ტრენერი ვრცლად ისაუბრებს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე, აინშტაინის პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. 🔸დასწრება თავისუფალია. 🔸 ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ […]

შეხვედრა IBSU-ს ახალ რექტორთან

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, IBSU-ს ახალი რექტორი კახა შენგელია სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს და მათ კითხვებს უპასუხებს. 📍საკონფერენციო დარბაზიOn October 5, at 12:00, IBSU's new rector Kakha Shengelia will hold a meeting with students. 📍 Conference Hall