[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

Views Navigation

Event Views Navigation

Today

საჯარო ლექცია – “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” 

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების პროექტის ფარგლებში, 26 ივნისს გაიმართება სამოქალაქო აქტივისტების, ნიკო მანაგაძისა და ვადო მაჭავარიანის საჯარო ლექცია თემაზე -"ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის." შეხვედრის მეორე ნაწილში, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი ისაუბრებს მედიის როლზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში. […]

გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

26 ივნისს, 14:00 საათზე, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - “გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის”. ლექციას წარუძღვება კონსტანტინე გაგნიძე, ორგანიზაცია “ამრელას” წარმომადგენელი.  

საჯარო ლექცია – სწავლა აშშ-ში, გაცვლითი პროგრამები, დაფინანსებები

26 ივნისს 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით. შეხვედრის თემა: სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსებები. სპიკერი: თეა კუჭუხიძე, ამერიკის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი.

მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის […]

ღია კარის დღე

აბიტურიენტებო, ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, IBSU გელოდებათ ღია კარის დღეზე! გაეცანი IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, უნივერსიტეტის შეთავაზებებს და დაათვალიერე კამპუსი. შეხვდი სკოლის დეკანს, შენი მომავალი პროგრამის ხელმძღვანელს და შენი პროგრამის სტუდენტებს. დასვი კითხვები და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია. მოემზადე სტუდენტური თავგადასავლებისთვის, გელოდებით IBSU-ში. დარეგისტრირდი: https://bit.ly/3Fh1BeJ