[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

Views Navigation

Event Views Navigation

Today

კინოჩვენება – “ცისფერი მთები” 

17 ივნისს , 18:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება კინოჩვენება. ფილმი: “ცისფერი მთები"  

როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

18 ივნისს, 16:00 საათზე, კარიერული კვირეულის ფარგლებში გაიმართება სესია - როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის. გელოდებით სესიაზე, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებულ კარიერულ ნაბიჯების გადადგმაში! შეხვედრაზე განვიხილავთ: როგორ შევქმნათ მკაფიო და შთამბეჭდავი რეზიუმე როგორ დავწეროთ გამორჩეული […]

უგულეშემატკივრე საქართველოს ეროვნული ნაკრებს ევრო 2024-ზე

უგულეშემატკივრე საქართველოს ეროვნული ნაკრებს ევრო 2024-ზე! მოდი IBSU-ში და უყურე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდ ეკრანზე, უნივერსიტეტის ეზოში! ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე. ევრო 2024-ზე მატჩების განრიგი: 18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00 22 ივნისი | საქართველო – […]

საჯარო ლექცია – “დასაქმების ხელშეწყობა საჯარო სამსახურში”

19 ივნისს, 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - "დასაქმების ხელშეწყობა საჯარო სამსახურში." სპიკერები: საჯარო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები - ეკატერინე გოგიტიძე და მარიამ ბოჟაძე.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 21 ივნისს გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.  თუ ეძებთ სამსახურს, სიახლეებს ან ახალ გამოწვევებს, დასაქმების ფორუმი გაძლევთ შანსს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ თქვენს კარიერულ განვითარებაში.  ფორუმის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებების წამყვან […]

საჯარო ლექცია – “მამოძრავებელი ძალები მიღწევისა და პროგრესის უკან”

21 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - მამოძრავებელი ძალები მიღწევისა და პროგრესის უკან." სპიკერები: ნიკა ხომასურიძე | ანა მაგრაქველიძე

საჯარო ლექციაზე – “საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა”

21 ივნისს, 13:00 საათზე, IBSU-ში გაიმართება საჯარო ლექციაზე - "საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა." მოწვეული სპიკერი - თამარ შოშიაშვილი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტრანსფორმაციული ქოუჩი და ლექტორი

სახელმწიფოს აღქმა და სამართლებრივი რეგულირების არეალის გაფრთოების აუცილებლობები

21 ივნისს, 14:00 საათზე, IBSU-ს ლექტორი გიორგი ლორია გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "სახელმწიფოს აღქმა და სამართლებრივი რეგულირების არეალის გაფართოების აუცილებლობები." შეხვედრა იქნება ინტერაქციული ხასიათის. საჯარო ლექციის მიმდინარეობისას სპიკერი ისაუბრებს აღნიშნულ საკითხზე, მის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე. დამსწრე პირებს […]

სამაგიდო თამაში – “ევროპის გზა”

21 ივნისს, 14:00 საათზე IBSU-ს Game Room-ში გაიმართება სამაგიდო თამაში - "ევროპის გზა". გამარჯვებულ გუნდს საჩუქრებს გადასცემს EU Neighbour East Young European Ambassadors - ახალგზარდა ევროპელი ელჩების ინციატივა საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი სტუდენტებისთვის

21 ივნისს, 15:00 საათზე, სტუდენტებისთვის გაიმართება EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი. 2024 წლის აპრილიდან IBSU-ს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 11 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, […]

ღია კარის დღე

აბიტურიენტებო, ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, IBSU გელოდებათ ღია კარის დღეზე! გაეცანი IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, უნივერსიტეტის შეთავაზებებს და დაათვალიერე კამპუსი. შეხვდი სკოლის დეკანს, შენი მომავალი პროგრამის ხელმძღვანელს და შენი პროგრამის სტუდენტებს. დასვი კითხვები და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია. მოემზადე სტუდენტური თავგადასავლებისთვის, გელოდებით IBSU-ში. დარეგისტრირდი: https://bit.ly/3Fh1BeJ

საჯარო ლექცია – ვიდეო და ფოტოგრაფია

24 ივნისს, 12 საათზე, B106-ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - "ვიდეო და ფოტოგრაფია, მათი სპეციფიკა, გასათვალისწინებელი დეტალები." მოწვეული სპიკერი - ოლიკო ცისკარიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლექტორი.