16 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტ "ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2016" – ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესწრებოდა. მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე არაფორმალური განათლების როლსა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.